სენაკის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ებისა და შპს-ების დირექტორებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა ინფორმაციები ინფრასტრუქტურული პროექტების, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის, გამოცხადებული ტენდერების, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და დაგეგმილი სოციალური და კულტურული აქტივობების შესახებ.
ვახტანგ გადელიამ მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე, სლავა კილასონია წარადგინა. სამუშაო შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, რადგან იმუნიზაცია ვირუსისგან დაცვის ეფექტური, უსაფრთხო და უალტერნატივო საშუალებაა.
აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამის შემდეგ, მუნიციპალიტეტში, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციის მაჩვენებელი 60%-ით გაიზარდა. წახალისების პროგრამა თებერვლის თვეშიც გრძელდება. პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, თითოეულ სამსახურს მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი სამუშაოები განუსაზღვრა.




