ვაქცინაცია ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში

მასობრივი ვაქცინაცია სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად მიმდინარეობს. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების ამცრელი ჯგუფი ამჯერად ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფება.
დღეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აიცრა მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გელა ჯოჯუა. მასობრივი ვაქცინაცია ასევე ჩატარდა თეკლათის, მენჯის, ეკის და ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
სოფლებში ადგილზე ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება.




