სენაკში, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩატარდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის” ფარგლებში, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა პროფილის ექიმებმა მიიღეს. სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ. სამედიცინო აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა ზანის, უშაფათის, ფოცხოს, ლეძაძამეს, ნოსირის, გეჯეთის, ძველი სენაკის და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას. 24-25 აპრილს, სამედიცინო კვლევები ზემო ჭალადიდის და მენჯის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას ჩაუტარდება.




