ქვემო ქვალონში ამბულატორიის მოწყობა დასრულდა

- ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ამბულატორიის მოწყობა დასრულდა.
სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 86000 ლარი დაიხარჯა. კეთილმოწყობილი ამბულატორია მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერა.
ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს სამედიცინო მომსახურება კომფორტულ გარემოში მიიღოს. წელს ასევე განხორციელდა ზემო ქვალონის ამბულატორიის რეაბილიტაცია.




