დეზინფექცია ჩაუტარდა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს

- კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს, სამხატვრო გალერეას, მუზეუმებს და საჯარო ბიბლიოთეკას.
ამ ეტაპზე დეზინფექცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს, სასპორტო გაერთიანების ცენტრს, სასპორტო სკოლას და მზრუნველობამოკრებულთა კვების ცენტრს.
მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება.




