სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პროექტის ,,გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების სტრატეგიის შემუშავება სენაკის მუნიციპალიტეტისთვის“ ფარგლებში, ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ონლაინ შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი, ბადრი ქუთელია ესწრებოდნენ.
კვლევას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სიტუაციური ანალიზის მიზანი სენაკის მუნიციპალიტის მერიაში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების თვალსაზრისით არსებული გარემოს შეფასება, გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების მაღალი ხარისხის მიღწევა-შენარჩუნება და საზოგადოების ნდობის გაზრდაა.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა მიმოხილული ის გამოწვევები და საჭიროები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის საქმიანობის გასაუმჯობესებლადაა საჭირო, გაიცა რეკომენდაციები.




