stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეკლამა

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სენაკის მერიაში შეხვედრა გაიმართა

27.05.2020 / 27 მაისი 2020
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სენაკის მერიაში შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს სენაკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, გიორგი ხარგელიამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, გიორგი ხარგელიამ წარმომადგენლებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ გააცნო და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ იმ პროგრამების მეშვეობით, რასაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს, ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ. თითოეულ ფერმერს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ის რესურსი, რასაც ხელისუფლება მათ სთავაზობს“ – აღინიშნა შეხვედრაზე. 

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; 27 მაისიდან აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. 

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰა-ზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან, ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან – მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე.

ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. 

პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.  პირველ ივლისამდე, ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე – არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო 1 სექტემბრიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათების განაღდება.

აღნიშნულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს სენაკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებს: გიორგი ხარგელიას – 595 85 83 30; ჯემალ გოქაძეს – 595 85 83 66; ლალი ღუღუნიშვილს – 595 85 83 53; ლეილა გვაძაბიას – 595 85 83 98. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში კოორდინაციის განყოფილებას, დალი შონიას – 599 85 75 05, ირაკლი კაჭარავას – 599 85 75 20

წინა პოსტი

29 მაისს სენაკის აგრარული ბაზარი მუშაობას განაახლებს

შემდეგი პოსტი

ჩხოროწყუში, მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკის მერიაში სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისთვის შეხვედრა გაიმართა

სენაკის მერიაში სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისთვის შეხვედრა გაიმართა

სენაკის მერიაში მიგრანტთა მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

სენაკის მერიაში მიგრანტთა მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სენაკის მერიაში შეხვედრა გაიმართა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სენაკის მერიაში შეხვედრა გაიმართა