წალენჯიხაში საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრი შენდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ჭანიამ და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ ქალაქ წალენჯიხაში საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრთან მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრთან მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოების საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 33 559.8 ლარია.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს გრაფენი ასრულებს.
სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.




