დისტანციური შეხვედრა მეფუტკრეებთან

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მორიგი დისტანციური სამუშაო შეხვედრა – მუნიციპალიტეტების მერებთან და რეგიონის მეფუტკრეებთან გამართა.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმმართველოს სენაკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, გიორგი ხარგელიამ და სენაკელმა მეფუტკრეებმა მიიღეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა მათგან მოისმინა ინფორმაცია ყველა იმ საჭიროების შესახებ, რაც მეფუტკრეებს პანდემიასთან ბრძოლის პირობებში შეექმნათ.
ალექსანდრე მოწერელიამ მათ მაქსიმალური მხარდაჭერა და არსებული საჭიროებების დროულად მოგვარება აღუთქვა.




