მეწარმე ტარიელ გულორდავას საჩუქარი საგვიჩიოს მოსახლეობას

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ოცი ოჯახისთვის საკვები პროდუქტები ადგილობრივმა მეწარმემ ტარიელ გულორდავამ შეიძინა. თითოეულ ოჯახს 80-80 ლარის ღირებულის პროდუქტების პაკეტი ტარიელ გულორდავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ მიუტანეს.
მეწარმემ, დახმარება ასევე გაუწია საბავშვო ბაღს და სკოლას. მათ 100-100 ლარი გადასცა. მერმა მადლობა გადაუხადა მეწარმეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისთვის.



