ხობში მცხოვრებ 250 ოჯახს პროდუქტები ურიგდება

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ბიზნესმენ გოდერძი ბუკიასთან დაკავშირებული კომპანიების დაფინანსებით შეძენილი კვების პროდუქტები ურიგდებათ. საკვები პროდუქტების პაკეტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფქვილი, შაქარი, ზეთი, შესქელებული რძე, კარაქი, ტკბილეული და პასკა, 250 ოჯახი მიიღებს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის გოდერძი ბუკიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისთვის.




