ჩხოროწყუს ბაღის აღსაზრდელების ოჯახები პროდუქტს სახლში მიიღებენ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი,რომელიც ნაშთის სახით არის დარჩნილი და დასაწყობებულია , აღსაზრდელების სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემა.
პროდუქტს ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექცია აფასოებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს გადასცემს, რომლებიც სურსათს აღნიშნული კატეგორიის აღსაზრდელებს სახლში მიუტანენ.
აღნიშნულ პროდუქტს, არდადეგების გაგძელების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში არსებულიი საბავშვო ბღების ყველა აღსაზრდელი მიიღებს. პროდუქტების დაფასოების პროცესს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა ადგილზე გაეცნო.




