ხობის მერი გოჩა ქაჯაია საჯიჯაოში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია, ხოლო საჯიჯაოს N1 და N2 საჯარო სკოლებში სველი წერტილების მშენებლობა მიმდინარეობს.
საჯიჯაოში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
სველი წერტილების მოწყობაზე 71875, ხოლო ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 31264 ლარამდე დაიხარჯება.
სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.




