ჩხოროწყუში გაზიფიცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მკვებავი გაზსადენის მშენებლობა და დაქსელვითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის სამუშაოების 50% შესრულებულია. სამუშაოები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტს შპს ,,ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს. სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენის მონტაჟი, რეგულატორებისთვის ინდივიდუალური განშტოების მოწყობა.
პროექტი ქალაქის სრულ გაზიფიცირებას ითვალისწინებს. სამუშაობი 12 თვეში დასრულდება და ქალაქ ჩხოროწყუში მცხოვრებ 2100 ოჯახს შესაძლებლობა მიეცემა ჩაერთოს ბუნებრივი აირის ქსელში. მომავალი წლიდან სოფლების გაზიფიცირება დაიწყება.




