stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეკლამა

ქართული ქორეოგრაფიის დღესასწაული სენაკში

09.06.2019 / 9 ივნისი 2019
ქართული ქორეოგრაფიის დღესასწაული სენაკში

ქალაქ სენაკში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის თაოსნობით – ხელმძღვანელი ზვიად გვასალია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის ოქროს ხანის მოცეკვავის, ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენების კავალერის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქართული ხალხური ცეკვის ფესტივალ–კონკურსი ,,კუჩხიბედინერი – 2019“ გაიმართა.

წელს ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ფოთის, მარტვილის, ხობისა და სენაკის საბავშვო ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, საიუბილეო თარიღი აქვს, ის მეხუთედ ჩატარდა და შალვა (ჯამუ) გარუჩავას დაბადებიდან 90 წლოვან იუბილეს მიეძღვნა.

,,კუჩხიბედინერი 2019-ს“ , რომელიც საზეიმო მსვლელობით დაიწყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინტერესო და სანახაობრივად მრავალფეროვანი ფესტივალ-კონკურსის კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ – ჟიურის თავმჯდომარე: საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ,,ღირსების მედლისა“ და ,,ღირსების ორდენის“ კავალერი, ,,ქართული კულტურის ამაგდარი“-ს, ,,საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენისა“ და ,,რაინდის ორდენის“ მფლობელი, მსოფლიო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რეზო ჭანიშვილი; საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის ოქროს თაობის მოცეკვავე, ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენების კავალერი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, შალვა (ჯამუ) გარუჩავა; საქართველოს ბავშვთა ქორეოგრაფიული ხელოვნების ფესტივალ-კონკურსების ორგანიზაცია ,,იმედის“ დირექტორი, პრესტიჟული და მასშტაბური ფესტივალ-კონკურსის – ლეგენდარული სუხიშვილების სახელობის ცეკვის საერთაშორისო კონკურსის ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერი ნუნუ შათირიშვილი; ისრაელში, ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, წლების მანძილზე ჩვენს ქალაქში მოღვაწე ქორეოგრაფის, შალვა ეფრემაშვილის ვაჟი, ორი ერის – ქართველთა და ებრაელთა ღირსეული შვილი, რომელიც დღეს, ისრაელში, ქართული ცეკვის ფენომენის პოპულარიზაციას ემსახურება – დავით ეფრემაშვილი, -,,კუჩხიბედინერი 2019-ის“ გრან-პრის მფლობელი მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხიდა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა ბართია) გახდა.

ფესტივალ კონკურსის საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი წილად ხვდა ჯანო ბაგრატიონის სახელობის ფოთის ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,ლაზიკა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი გიგლა თურქია), მეორე ადგილი – აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,ანანური“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო გაბელაია), მესამე ადგილი – სენაკის მუნიციპალიტეტის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლასთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,ოცნება” (ქორეოგრაფი ჯამბულ ქარდავა).

 

წინა პოსტი

ბეჩოში დაკარგული ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

შემდეგი პოსტი

ალექსანდრე მოწერელიამ სოფელ დიდიჭყონში ჩაის საწარმო „მარტვილი“ დაათვალიერა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში ალექსობის დღესასწაული აღინიშნა

სენაკში ალექსობის დღესასწაული აღინიშნა

სენაკში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა

სენაკში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა

სენაკში ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა

სენაკში ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა