სენაკის მერიაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილე პირებს შეხვდნენ

დღეს, მერიის სხდომათა დარბაზში, სენაკის მუნციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილე სენაკელებს შეხვდნენ.
26 აპრილს ჩერნობილის ტრაგედიდან 33 წელი შესრულდება. 1986 წლის 26 აპრილი – ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეძრა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო უდიდესი აფეთქება ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
შეხვედრას, სადაც ХХ საუკუნის უმსხვილესი ტექნოგენური კატასტროფა გაიხსენეს და მის ტრაგიკულ შედეგებზე ისაუბრეს, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილე 13 ბენეფიციარზე ფულადი დახმარება გაიცემა.




