სენაკში, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე, გარე განათების ლამპიონების სამონტაჟო სამუშოები დაიწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი გარე განათების ქსელის მოწყობით სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
ამ დღეებში, გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდა ქალაქის შემდეგ ქუჩებში: დუტუ მეგრელის, სამეგრელოს, თეოფანე დავითაიას, გაბაშვილის ქუჩებზე. აღნიშნულ ქუჩებში მსგავსი სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა. მოძველებული, მწყობრიდან გამოსული ნათურები თანამედროვე, დიოდური სანათებით შეიცვალა.
გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები კვლავაც აქტიურად გაგრძელდება და მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.




