სენაკში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ქალაქ სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე ტროტუარებისა და ბორდიურების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროცესს, ღირებულებით 195 000 ლარი, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მშენებელი’’ აწარმოებს.
დასრულებულია ამორტიზებული ფილების, დაზიანებული ბორდიურების კედლების დემონტაჟი. დეკორატიული ფილების დაგების პროცესი მალე დასრულდება.
სენაკის ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სადაც, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს, დაიგეგმა საავტომობილო გზისა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.




