ნოქალაქევში, მეექვსე საუკუნით დათარიღებულ ეკლესიაში 40 მოწამის ხსენების დღე აღინიშნა

დღეს, ნოქალაქევში, ციხე-გოჯის ტერიტორიაზე, მეექვსე საუკუნით დათარიღებულ ეკლესიაში, რომელიც ქრისტიანობას შეწირული 40 კაბადოკიელი მეომრის სახელზეა აგებული, წირვა-ლოცვა აღევლინა. ჭეშმარიტი რწმენისათვის თავდადებულ მოწამეთა სახელობის ტაძარი საქართველოს ყველა კუთხიდან მადლის მისაღებად მოსული მომლოცველებით აივსო. ს
ადღესასწაულო მსახურებას მრევლთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებოდნენ.
ცნობისათვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სებასტიის ტბაში წამებული 40 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.




