სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა ეხებოდა მისსა დამისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარას.
„შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად ვესაუბრე ჩემსა და ჩემი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტებზე. მათ ასევე ვუთხარი, რომ მზად ვართ, გადავცეთ ყველა მტკიცებულება,„სქრინშოთები“, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც შესაძლებელია ამ პირების იდენტიფიცირება. ჩვენ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. შეხვედრაზე გამოითქვასურვილი, რომ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებთან, რათა მშვიდ გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე“, – განაცხადაზურაბიშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ სათანადო ინფორმაცია მიაწოდა საფრანგეთს, რომლის მოქალაქეებიც არიან მისი შვილები და, შესაბამისად, ის ელოდება რეაგირებას.
გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატი გამოეხმაურა ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თავისი განცხადებით ემუქრება ჯარისკაცებს:
„მე პატივს ვცემ ჯარს, სამხედრო ძალებს და მხოლოდიმას ვამბობ, რომ სწორედ ისინი, ვინც მემუქრებიან, შეურაცხყოფენ ჩვენი სამხედრო ძალების ღირსებას“.




