სოფელ კირცხში უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს (R)

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა, სოფელ კირცხში, სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს დაესწრო. აღნიშნულ სოფელში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს.
ადგილობრივებს სხვადასხვა პროფილის მოწვეული ექიმები ემსახურებიან. აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს წითელი ჯვრის ჩხოროწყუს ფილიალის ხათუნა მიქავას ინიციატივით ხორციელდება. ჩხოროწყუს მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და მჭიდროდ თანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით.
სამედიცინო გამოკვლევები 13 ოქტომბერს სოფელ ჭოღაში, 14 ოქტომბერს სოფელ ნაფიჩხოვოში ჩატარდება.




