სალომე ზურაბიშვილი: რუსთავს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში (R)

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში რუსთავში და გარდაბანში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
“ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი,ამ ადგილს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში“,-ამის შესახებ პრეზიდენტობისდამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთავში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსთავის განვითარებაზე იზრუნებს.
„ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება რუსთავის განვითარება. ეს ადგილი არისარაჩვეულებრივი, ამ ადგილს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში. თუ, რამე არის საჭირო და წარმატებული დღევანდელ მსოფლიოში,ეს არის რუსთავის ლოჯისტიკური ადგილმდებარეობა, რაც კავკასიის ერთ-ერთ ცენტრად ქმნის. ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს მიმართულება. შემდეგ ამყველაფერში ჩავრთავთ მთავრობას, პარლამენტს, უცხოელ ინვესტორებს, უცხოელ პარტნიორებს, რომლებთანაც მე მექნება ურთიერთობა. ეს არის ის, როგორც მე წარმომიდგენიაპრეზიდენტი, არა მხოლოდ გაუთავებელ დებატებში ჩართული, არამხოლოდ ვეტომდებელი, არამედ თქვენთან ერთად ფიქრში, თუ როგორ განვავითაროთ ქვეყანა“, – აცხადებს სალომეზურაბიშვილი.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და პარლამენტისწევრები, პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი – მინდა ვიყო ქვეყანაში სტაბილურობისა და ტოლერანტობის დამცველი პრეზიდენტი (R)

სალომე ზურაბიშვილი – კახეთის რეგიონს აქვს ბევრი პოტენციალი, ერთ-ერთია ტურიზმი და უნდა დავაფასოთ ის, რაც გვაქვს


