ნანული სარაჯიშვილი: სალომე ზურაბიშვილს ბევრი კარგი თვისება აქვს იმისთვის, რომ იყოს კარგი პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილს ბევრი კარგი თვისება აქვს იმისთვის, რომ იყოს კარგი პრეზიდენტი, – ამის შესახებ მსახიობმა ნანული სარაჯიშვილმა რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა.
“სალომე ზურაბიშვილს ბევრი კარგი თვისება აქვს იმისთვის, რომ იყოს კარგი პრეზიდენტი. ძალიან პრინციპულია, ის ხასიათი, რომელიც მას ააქვს აუცილებელია კარგი პრეზიდენტისთვის და მიხარია რომ ქალი იქნება პრეზიდენტი. ვიცნობ მის ოჯახსაც, ვიცნობდი მის მეუღლესაც, კარგი ოჯახის შვილია. მიხარია, რომ ის წარადგინეს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში”, – განაცხადა ნანული სარაჯიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

პაველ ჰერჩინსკი: ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს, დარჩენილი დრო გამოყენებული უნდა იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდის

ნათია თურნავა: იმისთვის, რომ ბილეთების ფასი იყოს ხელმისაწვდომი, სახელმწიფო შემოდის გარკვეული თანადაფინანსების სქემით


