სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ისულას მიმართულებით წლებია ასფალტის საფარი არ განახლებულა. მეორე დღეა, რაც დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სააქციო საზოგადოება ,,არქეოპოლისი“ აწარმოებს.
ადგილზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა დაათვალიერა. ჩასატარებელი სამუშაოების საერთო ღირებულებამ 288 133 ლარი შეადგინა.




