თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი ისევ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა პატიმრობაში დატოვა. უფლებადამცველის თქმით, დღეს სავალდებულო სხდომა გაიმართა, რომელიც საპატიმრო ვადის გადახედვას ეხებოდა.
უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს, რადგან გოგია მისი თქმით, უდანაშაულოა და საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება.
პარარელურად, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენება შესთავაზეს 10 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ორივე პატიმრობაში დატოვა.




