ნათია დარასელია – ევოლუცია თურმე ყველას არ ეხება. ღორები ღორებად რჩებიან…

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მომხდარ ინციდენტს გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. განსაკუთრებით აღსანიშნავი, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის, ნათია დარასელიას პოსტი გახდა, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს დაკავების შემდგომ განვითარებულ ამბებს.
“საოცრებები ხდებოდა წუხელ პოლიციის სამმართველოს შენობაში, საოცრებები. ხომ გახსოვთ მულტფილმი, ჯადოქარი თაგუნიას ვეფხვად რომ აქცევს, მაგრამ მას მაინც რომ ეშინია კატის დანახვის. ზუსტად ასე წრუწუნებად გადაქცეულან ეს ,,დევგმირი“ და ენატლიკინა ნაციონალები პოლიციელებთან. ერთმანეთს აბრალებდნენ პროვოკაციის მოწყობას და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ თანაგუნდელებს.
წითლიძემ მაინც ყველას აჯობა ამ საქმეში, გინების კორიანტელი დააყენა ამ უზრდელმა. აგინებდა ყველას, მაგრამ განსაკუთრებით ,,თბილად“ მაინც ალიკა ქობალიას მოიხსენიებდა. მე რას მიჭერთ, თუ ვინმეა დასაჭერი ეგერაა ქობალია და ის დაიჭირეთო, მოგვითრია პარტიაში თავისთანა პროჭები და ახვრები. ზემოდან გვიყურებენ და არაფრად გვთვლიან, ასე ბებიამისს ელაპარაკოს ეს ერთუჯრედიანიო- გაკიოდა ბოლო ხმაზე. ჩხეტიაც არ დავიწყნია, ის არის ამ ამბის მეთაური და მე რას მერჩით გამიშვით და ყველაფერს ვიტყვიო, იხვეწებოდა სამმართველოს შენობაში.
აი ეს არის მათი სახე, აი ეს არის მათი გუნდი. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ასეთ ხალხს უნდა მოაჯდეს ზუგდიდს თავზე. ჯერ სად არიან, კანონის დარღვევას მათ არავინ აპატიებს. როგორც კი ნახეს, რომ ამ მეთოდებით არაფერი გამოუვიდათ მაშინათვე დაპატარავდნენ და ერთმანეთს დაერივნენ. წინ დიდი სანახაობა გველის- დაიწყეს ვირთხებმა ერთმანეთის ჭამა”-წერს ნათია დარასელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მოგვიანებით კი სოციალური ქსელის იმავე მომხმარებელმა კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა:
“დარვინი ბეწვზეა გადარჩენილი. ხომ თქვა ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვაო, აი დღევანდელ ზუგდიდში რომ ეცხოვრა და ალექსანდრე ქობალია გაეცნო სულ სხვა ცხოველს გამოგვიცხადებდა ადამიანთა წინაპრად. სწორად მიხვდით რომელ ცხოველსაც ვგულისხმობ – ალიკა-ალექსანდრეც ღორივით ვერ გაძღა მიტაცებული ქონებებით. ზუგდიდის ცენტრში, მილიონებად შეფასებული ტერიტორიები ხომ თითქმის უფასოდ ჩაიგდო ხელში, წაართვა, წაღლიტა ჩვენს ქალაქს. არ გააჭაჭანა ინვესტორები. ტუალეტი, რომ ტუალეტია ისიც კი თავისთავზე გადაიფორმა და სამარცხვინოდ მის დირექტორად საკუთარი დედა გააფორმა ამ მართლა უსინდისომ. დედას რომ ასეთ რამეს კადრებს ის კაცი სხვას რას უზამს არაა ძნელი წარმოსადგენი.
რატომ გავიხსენე ეს გაღორებული კაცი. ახლა სანდრას იმედი აქვს. სანდრას, რომ ზუგდიდიც და აქაურების პრობლემების მოგვარებაც ფეხებზე კიდია ეგ ხომ ვიცით. ალიკა უნდა აღაზევოს ისევ, ისევ ალიკას კომპანიებმა უნდა ჩაიჯიბონ მილიონები, ისევ ალიკას ოჯახმა უნდა გადაიფორმოს თუკი რამე გადაურჩა მის გამგებლობას. ასე რომ ჩემო ჩარლზ დარვინ, ევოლუცია თურმე ყველას არ ეხება. ღორები ღორებად რჩებიან”-წერს ნათია დარასელია.
მსგავსი სიახლეები

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს – ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ

პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მედიას არ ეხება


