stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

გიგი უგულავა – ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება!

04.11.2018 / 4 ნოემბერი 2018
გიგი უგულავა – ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება!

ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება! – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გრიგოლ ვაშაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრის ფაქტს სოციალურ ქსელში.

„გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან არის პრაგმატულად უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი. აქვე ვიტყვი, ეს პოსტი ეძღვნება ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების ხელშეწყობას. „ევროპული საქართველო“ ერთგულია თავის გადაწყვეტილების – ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის მიმართ უარს, ასუსტებს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს და პროპორციული საპარლამენტო არჩევნებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ წაყვანის შანსს იძლევა. ანუ ის რაც ივანიშვილის გეგმით 2024 დან შეიძლება დაწყებულიყო, შეგვიძლია დავიწყოთ 2019-დან. ამ ხუთი წლისთვის კი ღირს ბრძოლა და ბევრი უსიამოვნების ატანა.

ოღონდ რა შუაშია აქ ოქრუაშვილი? თუ ვინმეს ილუზია აქვს რომ გორის რაიონში რამდენიმე პროცენტით მოვიმატებთ მხარდაჭერას, მწარედ სცდება. იმ 605 ათასი ადამიანისთვის მეორე ტურისთვის შესაძლოა სულერთია ვის შეხვდება მათი რჩეული კანდიდატი ვაშაძე. ისინი მას მხარს დაუჭერენ, რადგან ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეალურ შანსს ხედავენ, მაგრამ მეორე ტურში ეს მხარდაჭერა არაა საკმარისი. საჭიროა ევროპული საქართველოსა და სხვა პროდასავლური ამომრჩევლის მიმხრობა. აქ კი ოქრუაშვილი წითელი ხაზია. ამ ამომრჩევლისთვის ვერ იქნება სულერთი, რომ მათი კანდიდატი მხარდაჭერას ეძებს და ამისთვის სახლშიც კი ეახლა ადამიანს, რომელიც შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს „პოდმოსკოვსკი“ დაჩაზე, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინაღმდეგ, მათ შორის ომის თემაზე და აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მსგავსს განცხადებებს. რუსეთის სპეცსამსახურის დახმარებით აგროვებდა შეიარაღებულ ადამიანებს და ჰქონდა გეგმა როგორ დაემხო კანონიერი ხელისუფლება. ამის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა დააბრუნა ქვეყანაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩვენებები მიეცა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. პროკურატურა ლამის მუხლზე იქვე დარბაზში უწერდა ტექსტებს, რა უნდა ელაპარაკა, რომ საქმე შეკერილიყო. საზოგადოებას არ უნახავს ამ თემაზე მისგან სინანული, მეტიც აქეთ ამადლის გრიგოლ ვაშაძეს, ჩემთვის ძნელია იმის დავიწყება რა „პერიპეტიებიც გვქონდაო“. ამით პირდაპირ ვუთმობთ მორალურ უპირატესობას ოცნებას, რადგან ოქრუაშვილი ოცნების იმ ნარატივს იმეორებს, რომელსაც საქართველოს ამომრჩეველმა 28 ოქტომბერს უარი უთხრა. უნდა გვახსოვდეს, რომ მორალური უპირატესობის დაკარგვა მეორე ტურში მარცხს ნიშნავს. როდესაც იქეთ იგორ გიორგაძე აქტიურობს, აქეთ ოქრუაშვილის გამოჩენა, ბევრ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, უბიძგებს დასვას ტოლობის ნიშანი. ოცნებასთან ტოლობა კი მეორე ტურში მარცხის ტოლფასია.

ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ რას ეფუძნება ოცნების პროპაგანდა. შიშის დათესვას, რომ თუ ოცნება დამარცხდა ყველას გააკულაკებენ. თუ ვინმე იყო ჩვენი ხელისუფლებიდან, ვინც საზოგადოების მეტწილად ლეგიტიმურ შიშებს ასაზრდოებს, ეს ერთ-ერთი ოქრუაშვილია. სად არის აქ არჩევნებისთვის აუცილებელი პრაგმატულობა ან მორალური სიმტკიცე. ან რა ფასი აქვს ოქრუაშვილის მხარდაჭერის სიტყვებს, მას ჩვენება 10-ჯერ აქვს შეცვლილი. რა ფასი აქვს მის 11-ე თუ მეოცე სიტყვებს? ის ხომ მას სიტუაციის მიხედვით კიდევ მრავალგზის შეცვლის. ან ჩვენებები მაინც უარყოს, სასამართლოში ფიცის ქვეშ, ზღაპრებს რომ ყვებოდა. სად, როდის ან რატო უნდა ვენდოთ ამ პოლიტიკურ გვამს, ბოლო დრომდე ოცნების პროკურატურის სათამაშოს. ფასი გვითხართ, რატომ უნდა ავიტანოთ და მივიღოთ მორალურად და პრაგმატულად დამანგრეველი გადაწყვეტილება? ერთი სიტყვით, ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება!

როგორ მოვიქცეთ? მივიდეთ და ხმა მივცეთ აბსოლუტური ბოროტების წინააღმდეგ. თვალი არ დავხუჭოთ და ვაკრიტიკოთ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ უპრინციპო და უაზრო ქმედებისთვის, რომ სულ მცირე კიდევ არ გაიმეოროს. ნაცვლად ლანძღვა გინებისა ვეძებოთ მოკავშირეები მის შტაბში, რომ თავი დავიზღვიოთ მომდევნო ავარიებისგან. ამისკენ მივმართოთ ჩვენი ენერგია“, – წერს უგულავა „ფეისბუქში“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს სახლში ესტუმრა. მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ირაკლი ოქრუაშვილი გრიგოლ ვაშაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის და ეუბნება: „როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე იქ პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და ახლაც შევძლებ, დავივიწყო“.

წინა პოსტი

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ხაზალიების ოჯახს ზუგდიდის მერია დაეხმარება

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონი აფეთქდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი 55%, მალხაზ ჯალაღონია 29%, გიგი უგულავა 12% – Survation-ის კვლევა ზუგდიდში

ირაკლი ჩიქოვანი 55%, მალხაზ ჯალაღონია 29%, გიგი უგულავა 12% – Survation-ის კვლევა ზუგდიდში

გიგი უგულავა: გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი – საოჯახო ბიზნესი ნამდვილად არ არის პოლიტიკა

გიგი უგულავა: გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი – საოჯახო ბიზნესი ნამდვილად არ არის პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს