სალომე ზურაბიშვილი – მე მზად ვარ გამოვიდე იმ სასახლიდან და თქვენთან მოვიდე ამ რეგიონში
“მე მზად ვარ რომ თქვენთან ერთად ვიყო. გამოვიდე იმ სასახლიდან და თქვენთან მოვიდე ამ რეგიონში”,-აღნიშნა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა წალენჯიხის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
“ქართველი მეფეები სასახლეებს ნაკლებად აშენებდნენ. რატომ გამოიგონა იმ ერთმა, რომელსაც მე არ ვახსენებ და “უხსენებელს” ვეძახი, არ ვიცი. რატომ უნდოდა, რომ ჩამჯდარიყო რაღაცა უზარმაზარ სასახლეში.
ჩვენ სასახლეებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. უნდა ვიყოთ მოძრაობაზე. თქვენთან ჩამოვალ, მე გარეთ გავალ. მოვძებნი ჩვენს მეგობრებს, მოვძებნი იმ კონტაქტებს, რომელიც დღეს გვჭირდება. საჭიროა ჩვენი ყველა ნიჭი გამოვავლინოთ და ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომელიც ყველაზე მეტი გვაქვს”-განაცხადა შეხვედრიდად სალომე ზურაბიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი – მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენა დალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული


