სოფელ ინგირში საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი 2018“ გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი 2018“ გაიმართა. დღეს საფუძველი ჩაეყარა საცხენოსნო დოღს ანაკლიის თასზე, რომელიც ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს. დოღში მონაწილეობა საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა, ასევე მეზობელი რესპუბლიკების – აზერბაიჯანისა და სომხეთის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლებმა მიიღეს.
საცხენოსნო დოღს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია და საკრეულოს წევერბი ესწრებოდნენ.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა ,,ანაკილისს განვითარების კონსორციუმის“ დამფუძვნებელმა მამუკა ხაზარაძემ, სწორედ კონსორციუმმა დააფუძვნა საცხენოსნო დოღი ,,ანაკლიის თასი“.
საცხენოსნო დოღში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.











![სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2019/10/73073907_1418855621614736_352624073496330240_o.jpg)