პუტინი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილს შტირიაში დაესწრო

18 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, 53 წლის კარინ კნაისლის ქორწილს დაესწრო. ქორწილი შაბათს ავსტრიის ფედერალურ მხარეში, შტირიაში გაიმართა, სადაც პუტინმა, ბერლინისაკენ მიმავალმა გადაუხვია, გერმანიის დედაქალაქში კი მას კანცლერი ანგელა მერკელი მოსალაპარაკებლად ელოდა.
პუტინის სტუმრობის გამო, ქორწილში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, ავსტრიის სპეცსამსახურები საგანგებოდ ემზადებოდნენ და შესაბამის წრთვნებს ატარებდნენ ქორწილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მეტიც, პუტინის ესკორტის გამო ავტობანიც კი გადაკეტეს.
კარინ კნაისლი ავსტრიის საგარეო პოლიტიკურ უწყებას გასული წლის ზამთრიდან ხელმძღვანელობს. იგი 65 წლის ბიზნესმენ ვოლგანგ მაილინგერზე დაქორწინდა.



