ავტოსაგზაო შემთხვევა აბაშაში -დაშავებულია ოთხი ადამიანი

- ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრში. უცხოური მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე კემულარია მართავდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და იქვე მოსიარულე ოთხ ქვეითს დაეჯახა.
STV NEWS-ის ინფორმაციით ოთხივე დაშავებული იმერეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევა აბაშის ცენტრში დღეს, დღის ბოლოს მოხდა. შსს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით უკვე დაიწყო.




