მდინარე მულხურადან ავტომანქანა ამოიყვანეს – მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
12.07.2020 / 12 ივლისი 2020

- მდინარე მულხურაში გადავარდნილი მიცუბიში დელიკას მარკის ავტომობილი მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ მდინარიდან ამოიყვანეს, თუმცა ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი ორი ადამიანი, რომელიც ამავე ავტომანქანაში იჯდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მანქანაში სავარაუდოდ ორი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა. მაშველები სამძებრო სამუშაოებს ამ წუთებისთვის აწარმოებენ.



