ორი ადამიანი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში

ორი ადამიანი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში. საკუთარ საკარმიდამო ეზოში ხის ჭრისას, მოჭრილი ხე დაეცა ოჯახის დიასახლისს 42 წლის ქალბატონს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ხმაურზე გარდაცვლილის ოჯახში შევიდა 72 წლის მამაკაცი, რომელსაც გული გაუჩერდა და იქვე გარდაიცვალა. ინციდენტი 22 სექტემბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით 116-ე მუხლით დაწყებულია გამოძიება.




