მესტიაში ქელეხის ინვენტარით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა

მესტია-ზუგდიდის გზის 150-ე კილომეტრზე ქელეხის ინვენტარით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. შემთხვევისაც არავინ დაშავებულა, მანქანა კი მდინარიდან დღეს ამოიყვანეს.




