ოკუპირებულ გალში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთში, გალში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. დაჭრილი მამაკაცი ე.წ. საოკუპაციო ზოლიდან, ენგურის ხიდიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანა.
როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, პაციენტს აღენიშნება გამჭოლი ჭრილობა მარცხენა ქვედა კიდურის დონეზე, მას ამწუთებში სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
“მამაკაცს აქვს ჭრილობა მარცხენა კიდურის დონეზე, მას გამოკვლევები უტარდება. ჯერ ვერ გადაუწყვეტია ზუგდიდში დარჩება თუ ქუთაისში წავა, “-განაცხადა ორჟონიამ.




