სოფელ ჭითაწყარში ოთხი ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში. ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია მხოლოდ ერთი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორთავე ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი მუხლით.




