სოფელ ქვემო ქვალონში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში ცეცხლი გაუჩნდა ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელ სახლს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ძლიერი ხანძრის შედეგან დაიღუპა 85 წლის ქალბატონი.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი მოადგილე ირაკლი ჯიქია.




