ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ კახათში ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალბატონს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




