მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

მესტიაში საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
ღონისძიებას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
კონცერტში მონაწილეობდნენ: დათო არჩვაძე, მერაბ ვარდოსანიძე, აჩიკო ცანკაშვილი, თიკა მახალდიანი, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, გიორგი წიკლაური, ანსამბლი "ოდა", ანსამბლი "ქართული ხმები", დავით მაზანაშვილის ბენდი, DJ გიგა პაპასკირი. ღონისძიების წამყვანი - ნუგზარ ხავთასი იყო.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება, ასევე მოიცავდა - საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა. საახალწლო ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.







