stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

16 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1580

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4288

დღის ამბები

2567

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

208

სამართალი

181

სპორტი

236

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

კულინარია

როგორ მოვამზადოთ მეგრული საცივი საახალწლო სუფრისთვის

27.12.2025 / 27 დეკემბერი 2025
როგორ მოვამზადოთ მეგრული საცივი საახალწლო სუფრისთვის

საცივი საახალწლო სუფრის მთავარი კერძია. ჩვეულებრივ, საცივს ღომთან ერთად მიირთმევენ. საცივი ერთ-ერთი გავრცელებული სადღესასწაულო კერძია არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ მთლიანად საქართველოში. გურმანების შეფასებით, მეგრული საცივი განსაკუთრებულად გემრიელია.

საცივი ნიგოზით, ხმელი სუნელებით და ინდაურის ან ქათმის ხორცით მზადდება. სამეგრელოში დამზადებულ საცივს ძირითადად თეთრი ფერი აქვს. მის დასამზადებლად არჩევენ, რაც შეიძლება თეთრ ნიგოზს და სანენებლებს.

ინგრედიენტები:

  • მარილი, წიწაკა - გემოვნებით

  • ყვითელი ყვავილი - 1 სუფრის კოვზი

  • უცხო სუნელი - 2 სუფრის კოვზი

  • ხმელი ქინძი - 1 სუფრის კოვზი

  • ხახვი - 1.00 დიდი თავი

  • ნიორი - გემოვნებით

  • დარიჩინი - 1 ნატეხი

  • მიხაკი

  • ნიგოზი, დაკეპილი/საცერში გამოყვანილი

  • ინდაური/ქათამი - 1 ც

მომზადების წესი

ინდაური (ან ქათამი) ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. ქვაბში ასევე მოვათავსოთ ნიორის კბილები, პატარა ბამბის ტოპრაკში ან დოლბანდში გამოკრული მიხაკ-დარიჩინი, ძაფით შეკრული მწვანილი და მთლიანი, გაფცქვნილი ხახვი. ბულიონს ქაფი მოვხადოთ და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე. ამასობაში ნიგოზი 2-3-ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა და ხელით მოვზილოთ, ზეთი რომ გამოედინება, შევინახოთ ჭურჭელში. ინდაური ნახევრად უნდა მოიხარშოს, გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე და კარგად გახურებულ ღუმელში შევბრაწოთ. ბულიონიდან ამოვიღოთ მოხარშული სანელებლები, წვენი ნელ-ნელა ვასხათ ნიგოზს და თან საცერზე გავქნათ. ბულიონი უნდა იყოს თბილი, დაახლოებით 50 გრადუსი ტემპერატურის. გაქნილი ნიგოზი დარჩენილი ბულიონით გავაზავოთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე, შევანელოთ მარილით. შემწვარი ინდაური (ან ქათამი) დავჭრათ, ჩავდოთ ჭურჭელში და დავასხათ საცივის წვენი, გავაცივოთ და ისე მივირთვათ. სუფრაზე მიტანის წინ საცივს ნიგვზის ზეთი მოვასხათ.

Banner 1
წინა პოსტი

უშგული-ლასდილის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა - თოვის გამო კიდევ რა შეზღუდვები დაწესდა სვანეთის გზებზე

შემდეგი პოსტი

ევროპაში ფრინველის გრიპის გამო 100 ათასობით ფრინველი დახოცეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

ლობიოს სუპი – მეგრული კერძი

ლობიოს სუპი – მეგრული კერძი

მეგრული ძირძი – მივიწყებული რეცეპტი

მეგრული ძირძი – მივიწყებული რეცეპტი

დღის ამბები

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

ილია თოფურია მეტოქეს: ჩვენ აუცილებლად გვექნება განმეორებითი ბრძოლა

ჩხოროწყუს მერმა ფრიდონ კოხიას ოჯახს მეშვიდე შვილის შეძენა მიულოცა

ხობის მერმა დავით ბუკიამ სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება