ვახტანგ გადელია: 2026 წელს სენაკი სრულად გაზიფიცირდება

2026 წელს გაზიფიცირების ბოლო ეტაპის დასრულებით, სენაკის მუნიციპალიტეტის სრულად გაზიფიცირდება - ამის შესახებ სენაკის მერმა ვახტან გადელიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„მაესტრო რეგიონებში“ ჩართვის დროს ვახტანგ გადელიამ 2026 წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ: „განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული მიმართულებების ბიუჯეტის ზრდა ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია. მიმდინარე წელს ამ მიმართულებებზე ბიუჯეტი 41,4%-ით გაიზრდება“.
ვახტანგ გადელია საცურაო აუზის პროექტსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას:
„საცურაო აუზის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“ - აღნიშნა სენაკის მერმა.






