stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

12 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1625

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4319

დღის ამბები

2619

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბები

აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში ზუგდიდში ღონისძიება გაიმართება

18.05.2026 / 18 მაისი 2026
აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში ზუგდიდში ღონისძიება გაიმართება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, "აფხაზეთობის კვირეული“ 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება. კვირეული ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით იწყება, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ღონისძიება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების პლენერით გაიხსნება, სადაც ხელოვანები აფხაზეთის თემატიკით შთაგონებულ ნამუშევრებს შექმნიან. პარალელურად, გაიმართება ფერწერის მასტერკლასები და მოეწყობა ფოტოგამოფენა - „კადრები აფხაზეთიდან“.

დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ასევე, სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეში სტუმრები გაეცნობიან აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალს, ხოლო ღია ცის ქვეშ მოეწყობა ეთნო-სივრცე.

ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური ბანერი, სადაც სტუმრები სიმბოლური „სამშვიდობო გზავნილების“ დატოვებას შეძლებენ.

ბავშვებისათვის,  ანიმატორების მონაწილეობით სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები გაიმართება. მოეწყობა ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები, ასევე ბავშვთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ კულინარიულ მასტერკლასებს და გაეცნონ ტრადიციული კერძების მომზადების პროცესს.

დღის ბოლოს გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „შავნაბადა“, ზუგდიდის ხალხური სიმღერის ანსამბლები „ჩელა“ და „ოდოია“, ასევე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა უფროსი თაობა.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

Banner 1
წინა პოსტი

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

შემდეგი პოსტი

პაატა სალია: გმირების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს თაობა, რომელიც შეძლებს, დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

23 ოქტომბერს, ღვინის დღეების ფარგლებში დასკვნითი გალა კონცერტი ზუგდიდში გაიმართება

23 ოქტომბერს, ღვინის დღეების ფარგლებში დასკვნითი გალა კონცერტი ზუგდიდში გაიმართება

წალენჯიხაში, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, თემატური ღონისძიება-უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე გაიმართა

წალენჯიხაში, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, თემატური ღონისძიება-უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე გაიმართა

ზუგდიდში საახალწლო ფესტივალი გაიმართება

ზუგდიდში საახალწლო ფესტივალი გაიმართება

დღის ამბები

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების არქიტექტურული პროექტის შუალედური შედეგები განიხილეს