stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეგიონის ექიმებისთვის პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა

სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეგიონის ექიმებისთვის პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა

24 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1635

ამბები სვანეთიდან

99

არჩევნები

355

ახალი ამბები

4322

დღის ამბები

2631

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

218

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანდღის ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სქურში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

17.07.2026 / 17 ივლისი 2026
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სქურში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფებოდა. საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში რამდენიმე ეკლესია მოინახულეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს მეუფე გერასიმეს მასპინძლობით ტაძრები, მონასტრები და ეპარქიის ისტორიული სიწმინდეები მოილოცეს.

​ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა სტუმრებთან ერთად პირადად მოინახულეს და დაათვალიერეს:

​წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარი, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული და სულიერი ძეგლი, სადაც ადგილზე შეფასდა ტაძრის მდგომარეობა და მისი კონსერვაცია-პოპულარიზაციის საჭიროებები.

​სქურის ეკლესია და მიმდებარე ტერიტორია- სტუმრებს გააცნეს სქურის უნიკალური გეოგრაფიული, ტურისტული და ბალნეოლოგიური პოტენციალი.

​სქურისკენ მიმავალი გზა-ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტარებს დეტალურად გააცნეს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე გამოწვევები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მომლოცველთა და ტურისტთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ კურორტ „სქურის“ პოტენციალსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მიმართულებებს, რომლებიც კუთხეს ახალ ეკონომიკურ და ტურისტულ სტიმულს მისცემს.

​„სქური“ წლების განმავლობაში ცნობილი იყო თავისი უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლებითა და საუცხოო ბუნებით. დღეს კი არსებობს რეალური შანსი, რომ კურორტმა ახალი სიცოცხლე შეიძინოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სქურში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ულამაზესი ბუნება მეტ ყურადღებას საჭიროებს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კურორტ სქურში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სქურის მიმართულებით გზის სრული რეაბილიტაციის პროექტის დაწყება ოფიციალურად დააანონსეს.

Banner 1
წინა პოსტი

პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები ზუგდიდსა და წალენჯიხაში იმყოფებოდნენ

შემდეგი პოსტი

მესტიაში მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გადამტვირთავ სადგურს აშენებს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitter

მსგავსი სიახლეები

ხელისუფლების წარმომადგენლები შავღელეს მოსახლეობას შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები შავღელეს მოსახლეობას შეხვდნენ

“ქართული მარშის” წევრები “დიდგორობას” აქციით შეხვდნენ

“ქართული მარშის” წევრები “დიდგორობას” აქციით შეხვდნენ

,,ცედაკამ“ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწია

,,ცედაკამ“ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწია

დღის ამბები

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს

მესტიაში მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გადამტვირთავ სადგურს აშენებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სქურში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები ზუგდიდსა და წალენჯიხაში იმყოფებოდნენ

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

Instagram
TikTok
Youtube
Telegram