პირი, რომელმაც ზუგდიდში ტურისტებს ზურგჩანთები მოპარა, სარფში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ე.მ. დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, ორ უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული სარფში დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
მათივე ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





