stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1602

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4301

დღის ამბები

2588

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირებს სუს-ში იბარებენ – რა ხდება სამეგრელოში?

16.09.2018 / 16 სექტემბერი 2018
ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირებს სუს-ში იბარებენ – რა ხდება სამეგრელოში?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ექსმოადგილის დათო კოდუას გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გამოკითხვიდან გამოსულა კოდუამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

კოდუას განაცხადა, რომ მას მას კორუფციულ გარიგებებთან “შეხება არ ჰქონია”. მისი განცხადებით, გამომძიებლები მისი უფლებამოვალეობებით დაინტერესდნენ, როცა ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა.

გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სუსში 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

პარალელურად კი სუსში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი,  ლევან შონიაც  5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. სუსის შენობა შონიამ უკომენტაროდ დატოვა, თუმცა იმის თქმა მოახერხა, რომ ყველა კითხვაზე რაც გამოძიებას აინტერესებდა პასუხები გასცა.

“კითხვები რაც იყო, ყველაფერზე გავეცი პასუხი. თუ საჭირო გახდება, ისევ დამიბარებენ“, – განაცხადა შონიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

15 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიქაიას გარდა, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვიაც გამოკითხეს.

სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ჩანაწერში, ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი.

გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გრძელდება. ჯერჯერობით კი მხოლოდ ერთი პირია დაკავებული. ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას კლასელი და ბავშვობის მეგობარი, ამავე დროს მისი დაცვის უფროსი ზაზა ხასაია. ზაზა ხასაია ზუგდიდის პოლიციაში კრიმინალური პოლიციიას ხელმძღვანელობდა. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი მას აღნიშნული თანამდებობა დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. 11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებითაც  გამოკითხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

Banner 1
წინა პოსტი

რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას დავით კოდუასთან? – სუს-ში გამოკითხვა დასრულდა

შემდეგი პოსტი

ექსკლუზივი: ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

შურისძიება ძმის მკვლელობისთვის? – რა მოხდა ფოთში და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შურისძიება ძმის მკვლელობისთვის? – რა მოხდა ფოთში და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სტიქია სამეგრელოში – სად რა ხდება

სტიქია სამეგრელოში – სად რა ხდება

დღის ამბები

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხობში ხელოვნურსაფარიანი ორი მინი სტადიონი შენდება

სენაკის მერი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო