ადგურ არძიმბა მართვის მოწმობის არქონისთვის დააკავეს

რუსეთში, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ოპოზიციის ,,მთავარი ლიდერი” ადგურ არძინბა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების მიზეზი მართვის მოწმობის უქონლობა გახდა. ის რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. სასამართლომ არძინბას 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
არძიმბას მართვის მოწმობა რუსეთში ჩამოართევეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩამორთმევის მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა იყო.
ადგურ არძიმბა ე.წ. საპრეზოდენტო არჩევნებში ბადრა გუნბას მთავარი მეტოქე იყო.




