ადგურ არძიმბა: შეჩერდეს აფხაზეთის გაყიდვაზე მწვანე შუქის ანთება – რა მოთხოვნები აქვთ ბჟანიას მოწინააღმდეგეებს

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძინბა არსებულ ვითარებაზე და გზებისა და ხიდების გადაკეტვის მიზეზებზე საუბრობს:
„ჩვენი თანამებრძოლები უკანონოდ არიან დაკავებულები არა პირადი საქმეების გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი იცავენ ჩვენს ინტერესებს.
აქ არ არის არც ერთი ადამიანი, ვინც სიამოვნებით მიიღებდა ასეთ ზომებს. ვინც ხუთი წელია ოპოზიციის ქმედებებს ადევნებს თვალს, იცის, რომ ჩვენ არასდროს ვუჭერთ მხარს ასეთ ქმედებებს. მაგრამ დღეს ეს იძულებითი ზომებია.
ჩვენ მოვითხოვთ არა მხოლოდ მათ გათავისუფლებას, არამედ შეთანხმება, რომლის რატიფიცირებაც მათ სურთ – შეაჩერონ და შეჩერდეს აფხაზეთის გაყიდვაზე მწვანე შუქის ანთება” – აცხადებს ადგურ არძიმბა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებილ აფხაზეთში ვითარება წუხელ გვიან ღამით დაიძაბა. დაკავებულია ე.წ . პრეზიდენტის მოწინააღმდეგე 6 ოპოზიციონერი . დაკავებულების თანამებრძოლებმა გუმისტას ხიდი გადაკეტეს. მათი მოთხოვნაა გაათავისუფლონ დაკავებულები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ე.წ. „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიცირებას.
ავტომაგისტრალის გადაკეტვით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ,,უშიშროების საბჭოს” საგანგებო სხდომა წუხელ გვიან ღამით გამართა.
ამავე თემაზე:
აფხაზეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა დაკავებული 6 ოპოზიციონერი




