ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები და ე.წ. „უსაფრთხოების ძალები“ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, დაძაბულობა მატულობს. ცოტა ხნის წინ კოდორის ხიდზე მომიტინგეებსა და ე.წ. უსაფრთხოების ძალებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა ჩაკეტეს ცენტრალური მაგისტრალი, პროტესტი წუხელ გვიან ღამით ოპოზიციის 6 ლიდერის დაკავებას მოჰყვა.
დაკავებულია ე.წ . პრეზიდენტის მოწინააღმდეგე 6 ოპოზიციონერი . დაკავებულების თანამებრძოლებმა გუმისტას ხიდი გადაკეტეს. მათი მოთხოვნაა გაათავისუფლონ დაკავებულები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ე.წ. „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიცირებას.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებულები არიან ომარ სმირი, ჰარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. ოპოზიცის წევრების დაკავებიდან ოთხ საათზე მეტი გავიდა, თუმცა მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ამავე თემაზე:
აფხაზეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა დაკავებული 6 ოპოზიციონერი




