აფხაზეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა დაკავებული 6 ოპოზიციონერი

ოკუპირებილ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაკავებულია ე.წ . პრეზიდენტის მოწინააღმდეგე 6 ოპოზიციონერი . დაკავებულების თანამებრძოლებმა გუმისტას ხიდი გადაკეტეს. მათი მოთხოვნაა გაათავისუფლონ დაკავებულები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ე.წ. „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიცირებას.
სოხუმში გამოჩნდა სამხედრო ტექნიკაც.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებულები არიან ომარ სმირი, ჰარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. ოპოზიცის წევრების დაკავებიდან ოთხ საათზე მეტი გავიდა, თუმცა მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ახლობლებს მათი ნახვის უფლება ამ დრომდე არ აძლევენ.




