ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი მოსკოვს დახმარებისთვის მიმართავს
ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი რუსეთს გაყინული ფინანსური დახმარების გაცემის თხოვნით მიმართავს.
სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობას ფინანსური დახმარების გაწევა სთხოვა, რომლის გაცემა 1-ლი სექტემბრიდან არის გაყინული სოხუმის მიერ მოსკოვის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.




